რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში არა მარტო "ალტ-ინფოს" ბაღლინჯოები, არამედ ხელისუფლებაა ჩართული - ხაბეიშვილი
ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი "ალტ-ინფოს" რუსეთში ვიზიტს წარმოუდგენელ ცინიზმს უწოდებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის ქვეყანაში ეს არ უნდა ხდებოდეს.
ამასთან, ხაბეიშვილი ხაზს უსვამს, რომ რუსული პროპაგანდის გაძლიერებაში ხელს არა მარტო 'ალტ-ინფო", არამედ "ქართული ოცნებაა" ჩართული.
ანწუხელიძის ქვეყანაში, ტატუნაშვილის ქვეყანაში, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს, საქართველოს მოქალაქე თავს უფლებას აძლევს, ცავიდეს რუსეთში, იქიდან იპოზიოროს და მეტიც, ჩამოთვალოს, რომ თურმე ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს წაიყვანს განათლების მისაღებად კრემლში, ეს წარმოუდგენელი ცინიზმის მწვერვალია და ცხადია, ემსახურება რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, რასაც ჩვნე და სამუწხაროდ, არა თუ „ალტ-ინფო“, ვიღაც კონკრეტული ბაღლინჯოები უწყობენ ხელს, არამედ საქართველოს ხელისუფლებაა პირდაპირ ჩართული და დაკავებული რუსული პროპაგანდის გავრცელებით საქართველოში, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.