„გადადგეს კალაძე“ - საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან
"გადადექი" - დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით იმართება.
აქციის მონაწილეთა თქმით, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა კახა კალაძემაც უნდა აიღოს. ადგილზე შავი კვამლი გაუშვეს.
კახა კალაძე სამსახურში სავარაუდოდ, უკანა შესასვლელიდან შევიდნენ.
თბილისის მერიასთან მობილიზებულია პოლიცია.
ვაკის პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. 13 წლის მარიტა მეფარიშვილი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.