შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო - "ლელო" მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას ითხოვს
შეიქმნას ანტიკორუფციული ბიურო - სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ "ლელოს" მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას ითხოვს.
უკვე 5 დღეა საზოგადოება, ქვეყანა, ქალაქი გლოვობს დაღუპული ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც გახდა მსხვერპლი. გახდა მსხვერპლი, ისევე როგორ არაერთი სხვა ადამიანი იმ მთავარი ბოროტების, რაც საზოგადოებას სჭირს და ეს არის კორუფციის პრობლემა. კორუფცია, რომლის აყვავებასაც ხელი პირდაპირ შეუწყო “ქართულმა ოცნებამ”, კორუფცია, რომელიც ართმევს ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს შანსს, რომ იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში. როგორც აღმოჩნდა ეს არის კორუფცია, რომელიც სახიფათოა ადამიანების სიცოცხლისთვის. ჩვენ არ შეიძლება რეაგირების გარეშე დავტოვოთ ეს, მათ შორის არ შეიძლება პარლამენტმა, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები უზაროდ არ იღუპებოდნენ, მათ შორის ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები, პარლამენტმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს და კლავს და ამას ჰქვია კორუფცია.
მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ თითქმის ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დაანიცირა საკანონმდებლო ინიციატივა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. დღემდე, ერთი წლის მანძილზე “ქართულმა ოცნებამ” არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინიციატივა განიხილოს, მაშინ, როდესაც კორუფცია კლავს ადამიანებს და მაშინ, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას ეფექტიანად არ ვებრძოლეთ ამ ქვეყანას ევროკავშირში მომავალი არ აქვს, მაგრამ “ქართული ოცნება”, რომელიც თვითონაა ცენტრი ამ კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.