ანტიკორუფციული მოძრაობა აჭარის განათლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს
ანტიკორუფციული მოძრაობა აჭარის განათლების სამინისტროს კორუფციულ გარიგებასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე, ანტიკორუფციულ მოძრაობაში იმ სკოლებზე ისაუბრეს, რომელთა რეაბილიტაცია აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობს.
აჭარა-გურიის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, ლაშა ხოზრევანიძის ინფორმაციით, განათლების სამინისტრო სამშენებლო კომპანიებთან გარიგებებში შედის და სამუშაოების ვადებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უზრდის.
ბრიფინგზე უსაფრთხოების ნორმებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სამშენებლო პროცესის პარალელურად სასწავლო პროცესი ბავშვებს საფრთხის ქვეშ აყენებს.