"კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა ოგრძნოს" - უფლებადმცველები ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ
უფლებადმცველები ხუთშაბათს, 20 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ. შესაბამისი მოთხოვნა მერიაში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ შეიტანა.
ადვოკატის თქმით, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ეკისრებათ.
კახა კალაძე თუ ამბობს, რომ არის ქალაქის მერი და არის არჩეული ხალხის მიერ, შესაბამისად უნდა გრძნობდეს ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რასაც ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავთ. აუცილებელია, რომ მან აიღიოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ან სხვამ, ბატონმა ღარიბაშვილმა აიღოს. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები უნდა იყვნენ"- თქვა უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, მერიის შენბის წინ მდუმარე აქცია გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტებმა დედაქალაქის მერს 5 დღის წინ დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს და გადადგომისკენ მოუწოდეს.
13 ოქტომბერს შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. მომხდარს 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.