ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ - პრეზიდენტის გზავნილი მოლოდვადან
"კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს" - ამის შესახებ მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ მთავარი იარაღი უკრაინის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობაა:
მთავარი იარაღი რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ სწორედ ის უპრეცედენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობას,რომელსაც საქართველო სრულიად უერთდება, საქართველო და მოლდოვა" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.