"პუტინის ხსენება მძიმე აღმოჩნდა" - დეკანოიძის თქმით, "ოცნებას" შეეძლო, კონკრეტული შესწორების გარეშე რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა

17.10.22 13:38
"პუტინის ხსენება მძიმე აღმოჩნდა" - დეკანოიძის თქმით, "ოცნებას" შეეძლო, კონკრეტული შესწორების გარეშე რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა

PACE-ის ისტორიული რეზოლუცია- "ენმ"-ს ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" შეეძლო კონკრეტული შესწორების გარეშე ევროსაბჭოს რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირა.

საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 13 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს და რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა.

დეკანოიძე ამბობს, რომ არცერთ საერთაშორისო რეზოულუციაში არ შესულა პუტინის წინააღმდეგ ასეთი მძიმე „სიტყვათაშეთანხმება“ და სწორედ ეს იყო მძიმე „ოცნებისთვის“. 

იმ შემთხვევაში, თუ დელეგაციას უნდა მხარდაჭერა კონკრეტული რეზოლუციის, მას შეუძლია დაუჭიროს მხარი რეზოლუციას, მაგრამ ჩანაწერი პროტოკოლში გააკეთოს, რომ კონკრეტულად არ ეთანხმება, მაგალითად მეოთხე პუნქტს.
მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი, იმიტომ რომ, ასეთი მძიმე სიტყვათაშეთანხმება პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არც ერთ საერთაშორისო რეზოლუციაში არ შესულა და რა თქმა უნდა, ეს იყო მძიმე ალბათ „ოცნებისთვის“. 
ევროსაბჭოს მიერ გაკეთებულია ძალიან ნიშანდობლივი განცხადება და მოწოდება, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლედეს“. - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმრად არის მოხსენებული.  სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რატომაც "ოცნებამ" რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის 75 წლის განმავლობაში, პირველად ჩაიწერა დოკუმენტში ფრაზა - ,,ტერორისტული რეჟიმი''. საპარლამენტო ასამბლეამაც პირველად გამოაცხადა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.

მსგავსი სიახლეები