"ძალით ჩართვა უსამართლო ომში, რომელიც მათი არაა" - პრეზიდენტი აფხაზეთიდან მობილიზაციაზე

17.10.22 14:10
"ძალით ჩართვა უსამართლო ომში, რომელიც მათი არაა" -  პრეზიდენტი აფხაზეთიდან მობილიზაციაზე

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი აწარმოებს მობილიზაციას, ეს ჩვენი მოქალაქეების ძალით ჩართვაა უსამართლო ომში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების უფლებებს უხეშად არღვევს: 

ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ. ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის". 

მსგავსი სიახლეები