რუსეთს უნდა ვესაუბროთ - "ოცნების" დეპუტატი

17.10.22 14:23
რუსეთს უნდა ვესაუბროთ - "ოცნების" დეპუტატი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთს უნდა ვესაუბროთ.

რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლების სურვილს, რომ საქართველოს მთავრობის პირებთან გამართონ პირისპირ შეხვედრა, ბეჟან წაქაძე იზიარებს.

ის ამბობს, რომ შეხვედრა აუცილებელია, რადგან ამ ორ მეზობელ ქვეყანას აქვს ბევრი საკითხი გასარკვევი და შეხვედრის გარეშე ეს საკითხები ვერ გაირკვევა, მათ შორის საქართველოს კონფლიქტური ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც.  

 „მტერსაც უნდა ვესაუბროთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის დადებითი შედეგი მივიღოთ. დადგება დრო და უნდა დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ მეზობელია და ასე თუ ისე ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს. ეს დრო დადგება მაშინ, როდესაც რუსთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩემი აზრით, მერე იქნება საუბარი უპრიანი. მაგრა მანამდედაც უნდა დაველაპარაკოთ, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ“. - ამბობს წაქაძე.
 

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან "ალტ ინფოს' წარმომადგენლები მოსკოვში რამდენჯერმე იმყოფებოდნენ, სადაც მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს. ახლა აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, უნდა გაერთიანდეს თუ არა საქართველო ევრაზიის კავშირში.  

მსგავსი სიახლეები