რატომ ჩადეს წყალში მაღალი ძაბვის ტუმბო?- კალაძის მოადგილე კითხვებს გაურბის

17.10.22 14:30
რატომ ჩადეს წყალში მაღალი ძაბვის ტუმბო?- კალაძის მოადგილე კითხვებს გაურბის

რა უნდოდა ვაკის პარკის შადრევანში, წყალში მაღალი ძაბვის ტუმბოს? - "ტვ პირველის"  შეკითხვა დედაქალაქის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ არ უპასუხა. 

"მე გინდათ გიპასუხოთ რატომ იყო ტუმბო წყალში? საიდან მოიტანეთ, რომ ტუმბო უნდა იყოს გარეთ? სისულელეა, სისულელე"- თქვა ანდრია ბასილაიამ. 

საიდან გაჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვა? - ახლა ეს არის კითხვა რომელსაც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

ცნობისთვის ვაკის პარკის შადრევნის პეოექტი "შაბათის ეთერმა" გაასაჯაროვა. დოკუმენტში ეწერა, რომ ის ჩაძირული ტუმბოთი მუშაობს. როგორც წესი მაღალ ძაბვაზე მომუშავე ტუმბო შადრევნის გარეთ მიწაში მონტაჟდება. 

დენი წყალზე განათების ელექტო გაყვანილობიდან ვერ გადავიდოდა, რადგან დღისით შადრევნის განათება გათიშულია. 

 

მსგავსი სიახლეები