"ალტ-ინფო" გვეუბნება, რომ ტერორისტულ რეჟიმთან ვაწარმოოთ გაცვლითი პროგრამები - ჩიხლაძე კრემლის გზავნილზე
ოპოზიცია ოკუპანტების ახალ პროექტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ხელით სრულდება, ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, ალტ-ინფო“, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოა და საქართველოში ამბავი ჩამოიტანა, გვეუბნება, რომ ტერორისტულ რეჟიმთან ვაწარმოოთ გაცვლითი პროგრამები.
ჩიხლაძე რადიკალების მიერ ჩამოტანილ ინფორმაციას კრემლის იაფფასიანი გზავნილს უწოდებს.
რას გვეუბნება ეს ხალხი, რომ ტერორისტულ რეჟიმთან ვაწარმოოთ გაცვლითი პროგრამები?ეს არის კრემლის იაფფასიანი გზავნილი. ეს არის სიტუაციის დატესტვა. შესაძლებელია, პრორუს „ქართულ ოცნებას“ ძალიანაც უნდა რუსებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა და დიალოგი“. - ამბობს ჩიხლაძე.
ოკუპანტებთან წარმოებული მოლაპარაკებების შემდეგ "კონსერვატიული პარტია" საქართველოში კონკრეტული დავალებით ჩამოვიდა. მათ ის ახალგაზრდები უნდა მოძებნონ, რომლებსაც უფასოდ სასწავლებლად მოსკოვში გააგზავნიან.
სამოქალაქო გეგმების შესახებ დირექტივები ზურაბ მახარძეს და სოტა მარტინენკოს დანაყოფს რუსეთს დუმის წევრებმა მისცეს.
ირკვევა, რომ ოკუპანტების ახალი პროექტი ქართველ ახალგაზრდებზე სრულად მორგებულია, მათ შორის, არასრულოვნებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც სპორტული მიმართულებებით არიან დაინტერესებულები. ამის მიზეზი კი "კონსერვატორიული პარტიის" ლიდერშიფის განმარტებით, რუსეთის მიმართ სიმპათიების გაჩენაა.