დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, ჩვენს თანამშრომლებს უფლება არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე - მერის მოადგილე ვაკის პარკის კასკადზე
თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას მტკიცებით, ვაკის პარკის კასკადს რამდენიმე ექსპერტიზა ჩაუტარდა. ლიცენზია კი ეკონომიკის სამინისტრომ გასცა.
მისივე თქმით, დასკვნა პროექტის ყველა ეტაპზე ცალსახად დადებითი იყო. მერიის თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.
შესრულებული სამუშაო პროექტს შეესაბამება და ეს პროექტი ქვეყანაში ყველა არსებული სამშენებლო ნორმის მიხედვით არის შესრულებული. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს ჩაბარებაზე თანხმობა არ გაეცათ.
არა, ისრების გადატანაზე აქ საუბარი არ არის, უბრალოდ ვხსნი, როგორ ხდება პროცესი თბილისის მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზის ექსპერტიზა მომხდარიყო," - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.