რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ- ფინანსთა მინისტრი

17.10.22 17:20
რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ- ფინანსთა მინისტრი

რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივაზე დეპუტატების შემდეგ პრეზიდენტს უარს მთავორბაც ეუბნება.   მთავრობის სხდომის დასრრრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ყველაფერი კონტროლზეა და სავიზო რეჟიმის დაწესების საწიროება არ არსებობს.

"ოცნება" რუსებისთვის შეზღუდვების  დაწესებას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს,  თუ უსაფრთხოების კუთხით გამოწვევები და საფრთხეები იქნება.

დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე ამის საჭიროებას, მე პირადად, ვერ ვვედავ. თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული რისკები,  ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც არის ქვეყანაში  საჭირო ქვეყანაში უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის,, - განაცხად ა ლაშა ხუციშვილმა. 

 საქარტველოს რპეზიდენტმა დღეს განაცხდა, რომ რუსეთთან შესაძლოა,ს ავიზო რეჟიმის დაწესება გახდეს საჭირო. სალომე ზურაბიშვილი თქმით, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს.

მსგავსი სიახლეები