კალაძეს რუტინაში აქვს გადასული ატკატების აღება, კორუფციული გარიგებები - სამოქალაქო აქტივისტი
კახა კალაძის გარშემო პროტესტის ტალღა ყოველდღიურად იზრდება. არასამთავრობო სექტორი, აქტივისტები და უბრალოდ მოქალაქეები - ყოვედღიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ თბილისის მერმა ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი, ბაჩი ვალიშვილი, აცხადებს, რომ კალაძე კორუმპირებული ჩინოვნიკია და ნებისმიერი ქვეყანაში ასეთი ქალაქის მერი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს.
კახი კალაძე უნდა გაგადგეს იმიტომ, რომ კორუმპირებული მერია. უკვე რუტინაში აქვს გადასული ე.წ. ატკატების აღება, კორუფციული გარიგებები რაღაც ფიქტიურ კომპანიებთან. შავ სიაში იყო კომპანია და მას დაავალა ფანტანის რეაბილიტაცის.
კორუფციის გამო ნებისმიერი ქალაქის მერი უნდა გადადგეს - მიჩნია სამოქალაქო აქტივისტს, ბაჩი ვალიშვილს.
თავად ქალაქის მერი კი ასე არ ფიქრობს და ისრების გადატანას კონტრაქტორ კომპანიებზე ცდილობს.