იდენტიფიცირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც ლექციებზე პრორუსულ განცხადებებს ავრცელებს
იდენტიფიცირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის პრორუსი ლექტორი - ფიზიკის განყოფილების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლექციაზე პრორუსული განცხადებები გააკეთა. ვიქტორ მელაძე რუსეთის აგრესიას ამართლებს და ამბობს, რომ უკრაინა წააგებს.
ეს არის სააკაშვილის მიმდევრების სისულელე, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინა ომს მოიგებს? გამორიცხულია, სატანისტმა უკრაინამ მოიგოს - ამბობს ლექციაზე ვიქტორ მელაძე.
ვიდეომასალა სოციალურ ქსელში სტუდენტებმა გაავრცელეს. ისინი ამბობენ რომ პოლიტიკური და პრორუსული განცხადებების მოსმენა სალექციო პროცესში მათთვის კატეგორიულად მიუღებელია და ასეთმა პედაგოგებმა უნივერსიტეტი უნდა დატოვონ.
ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ეს ლექტორი 2021 წლიდან მათთან აღარ მუშაობს, ის არ არის შტატიანი ლექტორი, მაგრამ ამ დრომდე არის მოწვეული სპეციალისტი.
ტექნიკურ უნივერსიტეტის ნადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი, სავარაუდოდ, ეთიკის კომისიაზე გავა.