აღმოჩენილია ახალი დოკუმენტები, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების სამსახურეობრივ გულგრილობას ადასტურებს

18.10.22 11:08
აღმოჩენილია ახალი დოკუმენტები, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების სამსახურეობრივ გულგრილობას ადასტურებს

აღმოჩენილია ახალი დოკუმენტები, რომელიც მერიის მაღალჩინოსნების სამსახურეობრივ  გულგრილობას ადასტურებს.

ვაკის პარკის შადრევნის შემოწმება მერიამ იმ კომპანიას ჩაატარებინა, რომელმაც მანამდე ვარკეთილის მეტრო-სადგური  შეამოწმა, ის მეტრო, სადაც შეოწმებიდან რამდენიმე თვეში ჭერი ჩამოინგრა.

არადა სამშენებლო ექპრტიზის ბიურო მეტროსადგურის  შემთხვევაში ამტკიცებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო გაკეთებული.

ახლა განმარტებები კალაძის გუნდმა უნდა გააკეთოს, რატომ ანდო ადამიანების სიცოცხლე კომპანიას, რომლის დასკვნაც ერთხელ უკევ არასწორი აღმოჩნდა და ჭერის ჩამოგრევით დასრულდა.

დოკუმენტები შესყიდვების პორტალიდან "რადიო თავისუფლებამ" გაასაჯაროვა.

ოპოზიცია სავარაუდო კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს.

"ენმ"-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერის პასუხისმგებლობა და რომ მერიამ მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღიოს.

კომისიის კომისიის კომისიებს ქმნიან. შემდეგ ექსპერტიზის ექსპერტიზის ექსპერტიზებს ატარებენ და საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდება ხოლმე, რომ როდესაც ტრაგედია მოხდება, პასუხისმგებელი არავინ არ არის. "გრინსერვიზსაც" ჰქონდა კონკრეტული პროლემები თაღლითობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც ათობით მილიონ ლარს ღებულობს. ამ ექსპერტიზის კომპანიამ გააკეთა ვარკეთილის მეტროს ჭერის ექსპერტიზაც, თუმცა მაინც ანდეს ვაკის პარკის შადრევნების ექსპერტიზა. შესაბამისად, ფიცი მწამს ზოგადად მერიისგან და ბოლო მაკვირვებს. მარტო ლენტის გაჭრა, პიარი და პრანჭიაობა არ არის მერის პასუხისმგებლობა. მერია პასუხისმგებელია შესრულებულ სამუშაოებზე“. - ამბობს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები