ვაკის პარკის შადრევნის მშენებელ კომპანიას მერია პროტესტის კვალის წასაშლელად იყენებდა

18.10.22 11:35
ვაკის პარკის შადრევნის მშენებელ კომპანიას მერია პროტესტის კვალის წასაშლელად იყენებდა

ვაკის პარკის შადრევნის მშენებელ კომპანიას მერია პროტესტის კვალის წასაშლელად იყენებდა.

„პირველების“ გუნდმა აღმოაჩინა, რომ კახი კალაძემ "გრინსერვის" ჯგუფს 2 მილიონ 750 ათასიანი კონტრაქტი თბილისის ქუჩებში საღებავებით გაკეთებული წარწერების წასაშლელად გაუფრომა.

არადა ვინც დედაქალაქში გადაადგილდება ხედვას, რომ თბილისი სხვადასხვა შინაარსის წარწერებით არის  აჭრებებული

იშლება მხოლოდ საპროტესტო წარწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს, პუტინს  ან რუსულ გემს ეხება

„ენმ“-ს წევრი ირაკლი ნადირაძე მერიასა და „გრინსერვის +“- ს შორის გაფორმებულ 3 მილიონიან კონტრაქტზე საუბრობს და პირდაპირ ადანაშაულებს კომპანიასაც და სახელმწიფო უწყებასაც, რომ მათ არ აინტერესებთ რეალური საქმე , რადგან კორუფციითა და აღებ-მიცემობით არიან დაკავებულნი.

გარდა იმისა, რომ დედაქალაქის მერს და მერიას მილიონობით ლარის კონტრაქტები აქვს გაფორმებული მის ფავორიტ კომპანია „გრინსერვის +“- თან, ასევე 3 მილიონიანი კონტრაქტი უდევს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რაც გულისხმობს უადგილო ადგილას პლაკატების გაკვრას, ან კედლებზე და შენობებზე წარწერების გაკეთებას. ქალაქი, რომ გადაჭრელებული და დაზიანებულია, ამაზე არც მერია იბერტყავს ყურს და „გრინსერვის +“-საც ეს სამუშაოები შესრულებული არ აქვს. აი კიდელი ნათელი მაგალითი, რამდენად არაკეთილსინდისიერი კომპანია ერთის მხრივ „გრინსერვის +“ და მეორე, თბილისის მერიას რატომ არ ადარდებს არაფერი, გარდა ბიძინა ივანშვილისა, საკუთარი თავისა, „ქართული ოცნებისა“ და რომ არაფერი დაწერონ ივანიშვილსა და კალაძეზე. „გრინსერვის +“ და მერია ერთმანეთთან დაკავშირებულია კორუფციით და აღებ-მიცემობით, რეალური საქმე კი მათ არ აინტერესებთ“. - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

სამოქალაქო აქტივისტები კი საუბრობენ, თუ როგორ წაშალა მერიამ აგვისტოს დღეებში თბილისში წარწერა „რუსეთი ოკუპანატია“.

აქტივისტები ამბობენ, რომ წარწერების წაშლის მიუხედავად მათ ვერ გააჩერებენ და სათქმელს ნებისმიერი ხერხით იტყვიან.
 

მსგავსი სიახლეები