ამ ქალაქში ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი? - ხაბეიშვილი ხელისუფლებას

18.10.22 13:30
ამ ქალაქში ვინმე არის რამეზე პასუხისმგებელი? - ხაბეიშვილი ხელისუფლებას

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის საქმის გამოუძიებლობას პარლამენტში დღეს ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ ეჭვი გამოთქვა, რომ გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ აჭიანურებს,  რათა შემდეგ 13 წლის ბავშვის სიკვდილზე პასუხისმგებლობა არა რეალურად დამნაშავეებს, არამედ მუშას, ან კერძო პირს დააკისრონ.

,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, საპარლამნენტო ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დააყენა თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორ შეიძლება, რამდენიმე საათით ადრე მერი რომ იტყვის, მობრძანდითო და ბავშვი დაიღუპება, რა მორალური და პოლიტიკური კატეგორიებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ეს კაცი კიდევ თანამდებობაზე იყოს? 

ა, დაველოდოთ, კიდევ უფრო მეტ ფულს როდის იშოვის კალაძე ტენდერებიდან, მერე უხარისხოდ როდის გააკეთებს, მერე საიდან რა ჩამოვარდება და თავში დაეცემა და როდის კიდევ ახალი ტრაგედია მოხდება? სად არის პასუხისმგებლობა?

ამ ქალაქში ვინ არის რამეზე პასუხისმგებელი? და თქვენ გინდათ, რომ ამაზე გავჩუმდეთ და ხმა არ ამოვიღოთ? - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები