რატომ არ დაუჭირა ,,ოცნებამ" მხარი ევროსაბჭოს რეზოლუციას? ხმაური პარლამენტში
რატომ არ დაუჭირა მხარი მმართველმა გუნდმა ევროკავშირის რეზოლუციას, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა?
,,ქართული ოცნების" დეპუტატებმა დღეს პარლამენტში განაცხადეს, რომ რეზოლუციას მხარდაჭერაზე უარის თქმა მის შესწორებაში სააკაშვილის მოხსენიების გამო მოხდა.
ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის, ინფორმაციით, ხსენებულ რეზოლუციაში ქართულმა ოპოზიციამ და უკრაინის რადას დეპუტატებმა ბოლო მომენტში შეაპარეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით პუნქტი.
რეზოლუციაში ,,ნაცმოძრაობამ" და უკრაინის რადას დეპუტატთა ჯგუფმა ,,ევროპის სახალხო პარტიის" მხარდაჭერით ზუსტად ბოლო წუთს შეაპარეს შესწორება, სადაც მსჯავრდებული სააკაშვილი არის მოხსენიებული.
ყველასთავის გასაგებია, რომ ეს იყო სააკაშვილის ლობისტთა მცირე ჯგუფის ხრიკი.
2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როცა მხარი დაუჭირეთ 1633-ე რეზოლუციას და მასში ასახულ მეხუთე პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცების და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით - განაცხადა გივი მიქანაძემ.
,,ოცნების" საპასუხოდ ფრაქცია ,,ენმ"-ს თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, განმარტა, რომ რეზოლუციაში ნებისმიერი შესწორება განხილვის გარეშე არ შედის და ამ განხილვაში ევროსაბჭოში ,,ოცნებაც" მონაწილეობდა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ხატია დეკანოიძის მტკიცებით, ევროსაბჭომ ის პოლიტპატიმრად მიიჩნია, რაც სწორი გადაწყვეტილებაა.
თურმე, შეცურებები შეიძლება, შესწორებების შეტანა შეიძლება ყოველგვარი განხილვის გარეშე, ამ დროს, შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს, რომ ნებისმიერი დამატებაზე, შესწორებაზე ნებისმიერ რეზოლუციაზე, ამ ისტორიულ რეზოლუციაზე, იყო უმნიშვნელოვანესი განხილვა პოლიტიკურ კომიტეტზე, რომლის წევრები არიან ,,ოცნების" წარმომადგენლებიც.
ამ რეზოლუციაში დაფიქსირებული იყო საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანა.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციაში მოხსენიებული იყო პოლიტპატიმრად, დიახ, 2008 წელს სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პუტინს და არც ერთი დემაგოგიური განცხადება, რაც არ უნდა ისაუბროთ, ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.