დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა
დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა. ამის შესახებ დეპუტატმა ფეისბუკზე დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, ამის მიზეზი ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვაა და რაიმე სახის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
ზილფიმიანი წერს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ადამიანური და მეგობრული ურთიერთობები და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს
ჩემი „ევროპელი სოციალისტების“ პარტიიდან გასვლა, განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით. ჩემთვის ყოველთვის დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“, - წერს ზილფიმიანი „ფეისბუქში“.