პრორუსული ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში - ,,ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

18.10.22 14:37
პრორუსული ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში - ,,ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

ახალი დეტალები თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული სკანდალური ლექციის შესახებ. აღმოჩნდა, რომ სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ლექციას არა ერთი, არამედ 2 ლექტორი ატარებდა. საუბარია ზურაბ ჩაჩხიანსა და ნუგზარ მელაძეზე.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჩაჩხიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ სიძულვილის ენით საუბრობდა, შეურაცხყოფას აყენებდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს. ანალოგიური მსოფლმხედველობით გამოირჩეოდა ნუგზარ მელაძეც.

გარდა ამისა, ორივე ლექტორს ჰქონდა ნოსტალგია საბჭოთა კავშირზე, ხსენებულ ლექციაზე ისინი სტუდენტებს უმტკიცებდნენ, რამდენად კარგი მმართველობა იყო იმ დროს, განსაკუთრებით სტალინის პერიოდში.

ლექცია კი ანტიუკრაინული გამოსვლებით დაიწყეს, რამაც სტუდენტების გაღიზიანება და აღშფოთება გამოიწვია, რის შემდეგაც მათ ვიდეოჩაწერა დაიწყეს და მოგვიანებით ხსენებული მასალა ინტერნეტში ატვირთეს. 

სტუდენტები პრორუსი ლექტორების მოსაზრებებს კატეგორიულად ემიჯბნებიან და მიაჩნიათ, რომ მსგავსი პედაგოგები უნივერსიტეტში არ უნდა მოღვაწეობდნენ. 

არასწორია უნივერსიტეტის კედლებში პრორუსული განცხადებების გაკეთება, თავი უნდა შეიკავონ, მით უმეტეს, რომ ლექტორები არიან და ლექტორი არის სტუდენტის სახე! 

რაიმე უსეთი ღონისძიება უნდა არსებობდეს, რომ ლექტორი ასეთი განცხადებებით არ გამოვიდეს უნივერსიტეტში - მიაჩნიათ სტუდენტებს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები