"ვინც ლაშქარავას სურათით ინიავებს, რომ თურმე ცხელა, არ აქვთ უფლება, ილაპარაკონ თუ ვის უფრო სტკივა ამ პატარა გოგოს გარდაცვალება" - ვოლსკი
"მგონია, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე იკვებება ამ ვითარებით"- შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკმა გააკეთა.
მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარის მიზეზუის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს მსჯელობა.
უნდა დადგინდეს მიზეზები და ამ მიზეზების შედეგად ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა... ვინც ლექსო ლაშქარავას სურათით ინიავებს, იმიტომ, რომ თურმე ცხელა, იმ ადამიანებს არ აქვთ უფლება, მორალურად ილაპარაკონ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უფრო სტკივა იმ პატარა გოგოს გარდაცვალება"- თქვა დეპუტატმა.