რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი - ირაკლი კობახიძე

18.10.22 15:20
რეზოლუციას კენჭი ეყრება ერთიანად, „ნაცმოძრაობისგან“ მოვისმინეთ ტყუილი - ირაკლი კობახიძე

 "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირწმუნება, რომ რეზოლუციას კენჭი ეყრება ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია ასახული.

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, რეზოლუციას რომელიმე ცვლილების გამოკლებით დაუჭირო მხარი შეუძლებელია.  კობახიძემ ენმ ტყუილში დაადანაშაულა. 

როცა საბოლოოდ კენჭისყრაზე რეზოლუცია გამოდის, მას კენჭი ეყრება ერთიანად, ყველა ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მასშია გათვალისწინებული და ასახული. არ ვიცი, მათ ასეთი ტყუილებით ვინ უნდა დააჯერონ. სინამდვილეში, ბოლოს, როცა კენჭისყრაზე რეზოლუცია გამოვიდა, მასში იყო ასახული ჩანაწერი ერთ-ერთი მთავარი კრიმინალის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ. ტყუილებით რამდენ ხანს ეცდებიან ისინი ფონს გასვლას, ვერც გადიან მე არ ვიცი"- თქვა კობახიძემ. 

რუსეთის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას რაც შეეხება, კობახიძემ თქვა, რომ იმ ფონზე, როცა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, საკითხის საქართველოს მხრიდან ინიცირება სწორი არ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები