ყოველთვის რუსეთის მხარეს იყავით - რომან გოცირიძე

18.10.22 15:56
ყოველთვის  რუსეთის მხარეს იყავით - რომან გოცირიძე

 "თქვენ მხარი არ დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც რუსეთი დაგმობილია როგორც აგრესორი ქვეყანა, გამოცხადებულია ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებულია ქვეყნად, რომელმაც ომის დანაშაული ჩაიდინა" - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას: 

არასდროს იყავით თქვენ სოლიდარული უკრაინის მიმართ. ამ პერიოდში ყოველთვის იყავით რუსეთის მხარეზე და დღესაც თქვენ დაამტკიცეთ ამ რეზოლუციისადმი არმიერთებით. 

2008 წლის რეზოლუციას თურმე რატომ დავუჭირეთ მხარი? - იმიტომ დავუჭუირეთ მხარი რომ ვიცოდით, არსებითის არაარსებითისგან გარჩევა. მაშინ აქ იდგა რუსეთის ჯარი"- თქვა გოცირიძემ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. 

მსგავსი სიახლეები