უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში სააკაშვილის ფრჩხილებში მიწერა მოახერხეს აბსურდული შინაარსით - თითქოს პუტინის პატიმარია - "ოცნების" დეპუტატი

18.10.22 16:03
უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში სააკაშვილის ფრჩხილებში მიწერა მოახერხეს აბსურდული შინაარსით - თითქოს პუტინის პატიმარია - "ოცნების" დეპუტატი

"ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ძალისხმევას არ იშურებს საერთაშორისო არენაზე ავანტიურისტული მოქმედებებით, ქვეყანას და ქართველ ხალხს მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა“, -  ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია) მიხელ სააკაშვილის ფრჩხილებში მიწერა მოახერხეს აბსურდული შინაარსით - თითქოს ის არის პუტინის პატიმარი.

მართლაც, სამწუხაროა იმის ყურება, თუ რა სიამოვნებით ხართ დაკავებული შინ და გარეთ ქვეყნის ინტერესების ფეხქვეშ გათელვით“ - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართულმა ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა.  

მსგავსი სიახლეები