სააკაშვილის საკითხი „ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მხარი არ დაეჭირა - შავგულიძე
დეპუტატი შალვა შავგულიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილ „ქართული ოცნების“ წევრებს შეეძლოთ, რეზოლუციის ძირითადი ტექსტისა და მისი სხვა შესწორებებისათვის მხარდაჭერა გამოეხატათ და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მე-4 შესწორებისთვის მხარი არ დაეჭირათ.
როგორც დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი "ქართულმა ოცნებამ" საბაბად გამოიყენა.
"ქართულმა ოცნებამ“ საბაბად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებული მე-4 შესწორება, რათა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული ასეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტისათვის მხარი არ დაეჭირათ. „
ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ზიანს აყენებს! - განაცხადა შავგულიძემ.