ნეპოტიზმი და კორუფცია აჭარაში - ოპოზიცია რიჟვაძესა და ჩიქოვანს დანაშაულებრივ გარიგებებში ადანაშაულებს

18.10.22 16:37
ნეპოტიზმი და კორუფცია აჭარაში - ოპოზიცია რიჟვაძესა და ჩიქოვანს დანაშაულებრივ გარიგებებში ადანაშაულებს

ნეპოტიმიზმი და კორუფციული გარიგებები აჭარაში - ოპოზიცია რეგიონის მთავრობის მეთაურს, თორნიკე რიჟვაძესა და ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს დანაშაულებრივ გარიგებებში ამხელს. საქმე ე.წ. ავარიული სახლების პროგრამას ეხება.

,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ სამშენებლო ნებართვების გამცემი საბჭო ,,ქართული ოცნების" ნდობით აღჭურვილი პირებითა და მაღალჩინოსნების ახლობლებით არის დაკომპლექტებული.

ავარიული სახლების პროგრამა, როგორც ასეთი, როგორც დაანონსებული იყო, არ არსებობს. დოკუმენტით დგინდება, რომ ის სათათბირო საბჭო, რომელშიც ჩვენ ვეუბნებოდით, რომ შეეყვანათ არასამთავრობოები, არქიტექტორები, სადაც შეიძლებოდა, კითხვაზე პასუხი მიგვეღო, არ გვეფიქრა იმაზე, რომ რიჟვაძე და ჩიქოვანი ფულს აკეთებენ, აი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს - აცხადებს რაზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ,,ენმ"-დან.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, ბათუმის მერმა კომისია ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში დააკომპლექტა, თუმცა ისე, რომ საქმის კურსში არც ,,ოცნება", არც ოპოზიცია და არც არასამთავრობო სექტორი არ ჩააყენა.

მსგავსი სიახლეები