დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობას - "ოცნება" რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებაზე

18.10.22 16:15
დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობას - "ოცნება" რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარებაზე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ რუსეთის ტერორისტულ რეჟიმად აღიარების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას ელოდებიან. 

"ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ასეთ პირობებში, ჩვენი მხრიდან ამ საკითხის ინიცირება არ იქნება სწორი. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ვნახოთ, იმის მერე შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯერჯერობით, ამ თემაზე არავითარი პოზიცია არ დაუფიქსირებია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ არის გამოცხადებული, „ქართული ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა.  

მსგავსი სიახლეები