ჯანეზაშვილი, ბურჯანაძე, აბაშიძე - „ლელოს", „სტრატეგია აღმაშენებლისა" და ენმ-ის ომბუდსმენობის კანდიდატები
გადაწყვეტილება მიღებულია - ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატებს ექნებათ.
უფრო კონკრეტულად. „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა - სახალხო დამცველის კანდიდატად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს დაასახელებენ.
გიორგი ვაშაძის თქმით, მის ნდობას მხოლოდ 3 კანდიდატი იმსახურებს და საზოგადოებას ვერ მოატყუებს და მეოთხეს ვერ დაასახელებს იმის გამო, რომ 7 კანდიდატი შეავსოს.
არავის ვურჩევ, "ქართულ ოცნებას" შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია, თუ 2 ხმას შეუვსებ, აღარ ხარ ოპოზიცია. რაც შეეხება 7 კანდიდატის დასახელებას, თაღლითური სქემა მოიგონეს, მე ხომ არ მომიგონია და არც მხარი დამიჭერია, რომ 7 უნდა დასახელდეს, თავის სატელიტები ხომ ჰყავთ, "სოციალისტები" ჰყავთ, სხვები ჰყავთ, წარადგენინონ მათ კანდიდატები,", - განაცხადა ვაშაძემ.
„ლელოს“ და ენმ-ის ლიდერების განცხადებით, სხვა საპარლამენტო სუბიექტები იქნებიან ვალდებულები, რომ კანდიდატების რაოდენობა 7-მდე შეივსოს.