კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი არ გვყავს - ოდიშარია
ჩვენ არ გვყავს კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანისთვის რაღაც დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობის წინასწარ დაკისრება მიუღებელია:
ყველა პოზიციასა და დამოკიდებულებას მივიღებთ იმ ადამიანებისგან, პოლიტიკოსებისგან, თუ უბრალოდ საზოგადოების წევრებისგან, რომლებიც ამ ტრაგედიით გულწრფელად თავზარდაცემული არიან, მაგრამ, ბოდიშს ვიხდი და ჩვენ არ გვყავს იმ მართლა კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი თბილისის მერი, რომლებიც შალვა ნათელაშვილის კარიკატურებადაც კი არ გამოდგებიან. რას ნიშნავს ადამიანისთვის რაღაც დანაშაულზე მორალური პასუხისმგებლობის წინასწარ დაკისრება?" - განაცხადა ოდიშარიამ.