მერის პასუხისმგებლობა აშკარაა, დაკავებულთა სპექტრი სისტემურ დანაშაულზე მიანიშნებს - გია ხუხაშვილი
"მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა"- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ვაკი პარკის საქმეზე 9 პირის დაკავების შემდეგ დაწერა.
მისი შეფასებით, დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე:
ქართულ "სამართალში" არსებობს ასეთი ცნება - "დაკავება შეთანხმებით". ანუ, შეთანხმებით იჭერ ვიღაცას იმ პირობით, რომ მღელვარება რომ გადაივლის, ნელ-ნელა "ქვეშიდან გამოაძვრენ" და ამას აკეთებ მთავარი პასუხისმგებელი პირის გადასარჩენად, როგორც ეს გირგვლიანის მკვლელების მიმართ განხორციელდა, ორგანიზატორის და დამკვეთის დასაფარად.
ამიტომ, ყურადღების მოდუნება არ შეიძლება...
მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა, რადგან დაპატიმრებულების სპექტრის მრავალფეროვნება მიანიშნებს სისტემურ დანაშაულზე. სისტემაზე კი მთლიანობაში ცალსახად მერია პასუხისმგებელი და უკვე არა მარტო პოლიტიკურად. იკვეთება "სამსახურებრივი გულგრილობის" კვალიფიკაცია"- წერს ექსპერტი.
ვაკის პარკის მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შსს-მ 9 პირი დააკავა. დაკავებულია „გრინსერვის პლუსის“ ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე;
შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი, ნუგზარ ქიტიაშვილი
ინსპექტორი - დავით თუშიშვილი.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გ.ვ.;
„გრინსერვის +“-ის მენეჯერი ა.მ.;
„გრინსერვის პლუსის“ ქვეკონტრაქტორი ფირმის – შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენლი ლ.ჭ.;
კერძო ელექტროშემდუღებლები გ.გ. და ვ.გ.;
მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე ზედამხედველი შპს „გრინსერვის +“-ის სამუშაოთა მწარმოებელი - ბ. მ.;
შპს ,,გრინსერვის +“-ის თანამშრომელი დ. კ;