"კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის" - "საქართველოსთვის" ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას ითხოვს
ვაკის პარკის ტრაგედიას და თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ განუკითხაობას პარტია "საქართელოსთვის" საგანგებ ბრიფინგით გამოეხმაურა. ექსპრემიერს პარტიაში ანტიკორუფციული საბჭოს შექმნას ითხოვენ.
ამასთან, "საქართველოსთვის" წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ცალკეული პირების დაკავებით რეაგირების განცდის შექმნას ცდილობს, კახა კალაძე კი პასუხისმგებლობას გაურბის.
სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა და აირიდოს რეალური პასუხიმსგებლობა მომხდარ ფაქტზე. ფაქტია და გუშინდელი ბრიფინგიდანაც დადასტურდა, თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემები, რაც, მათ შორის, პოლიტიკურ-კორუფციულ სქემებს უკავშირდება. ხელისუფლებას ამ დრომდე არ ჰქონია მომხდარზე ადექვატური რეაგირება. ამგვარი მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და სამწუხაროდ, ტრაგედიები მომავალშიც თავიდან ვერ იქნება აცილებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილოს ჩვენს მიერ წარდგენილი წინადადებები და დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნზე, რომლის ხელმძღვანელი აირჩევა მაღალი პოლიტიკური კონსესუსით. შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში. გადაიდგეს ქმედითი ნაბიჯები სამართალდამცავი ორგანოების, პროკურატურის და სასამართლოს დამოუკიდებლობისთის და ამასთანავე, სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებისთვის. განახორციელოს რეალური რეფორმები, რაც ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის, ოლიგარქიული მმართველობის და შესაბამისად, სისტემური პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აშკარაა, რომ ბატონი კალაძე გაურბის პასუხისმგებლობას. შეგახსენებთ, რომ იგი თბილისი საკრებულოს სხდომაზე ნამყოფია მხოლოდ ერთხელ. ისიც, როდესაც მტკიცდებოდა თბილისის მთავრობა და შეგახსენებთ, რომ ამავე სხდომაზე ჩვენმა გუნდმა შესთავაზა ბატონ კალაძეს ანტიკოურფიცული კომისიის შექმნა თუნდაც დახურულ ფორმატში, რამაც ბატონი მერის აგრესია გამოიწვია. ბატონ კალაძეს მოვუწოდებთმ რომ ამორალური პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე, - განაცხადა დაუშვილმა.