საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება და დაბალი პოლიტიკური კულტურის გამამჟღავნებელი - საბა ბუაძე კალაძეზე
ოპოზიცია დედაქალაქის მერს პოლიტიკური დივიდენდების დაწერისთვის არასრულწლოვნების გამოყენებაში ადანაშაულებს.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,, ლელოს" თავმჯდომარის, საბა ბუაძის, შეფასებით, იაფფასიანი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია ის ფაქტი, როცა კალაძე პოსტტრამვული შოკში მყოფ მოზარდთან შეხვედრით დივიდენდების დაწერას ცდილობდა.
დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ თურმე ამ ლეგიტიმური კითხვების დასმით ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობს. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ პოსტტრამვული შოკის მქონე ბავშვს კალაძე ხვდება და ცდილობს, რომ ამისგან რაღაც პოლიტიკური დივიდენდი გამოწუროს.
ეს არის საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და დაბალი პოლიტიკური კულტურის გამამჟღავნებელი საქციელი - ამბობს საბა ბუაძე.