,,ოცნება" მოწოდებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ხელი შეუშალოს - პაატა მანჯგალაძე

19.10.22 12:34
,,ოცნება" მოწოდებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ხელი შეუშალოს - პაატა მანჯგალაძე

,,ქართული ოცნება" მოწოდებულია იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ხელი შეუშალოს -  პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პროკურორის არჩევის წესზე მმართველი პარტიის რეაქციას აფასებს.

მანჯგალაძის მტკიცებით, ,,ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულოს. მისი განმარტებით, სწორედ ამის გამო მოხდა, რომ პროკურორის არჩევის წესი ,,ოცნების" თავმჯდომარემ ცუდ კანონად შეაფასა.

განაცხადიც კი იძულებით შეიტანეს და ამისთვის მოწოდებულები არ იყვნენ, შემდეგ ყველაფერი გააკეთეს, რომ სტატუსი არ მიგვეღო, გვარამია დააკავეს წინა დღეს და ა.შ. ისეთი ცვლილებები განახორციელეს,  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმეს და ევროპამ უარი გვითხრა კანდიდატის სტატუსზე.

ამის შემდეგ სულ იმის მცდელობაში არიან, რომ ევროკავშირი დაადანაშაულონ, თითქოს საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას გვაიძულებს ვინმე. 

გუშინაც კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს, რომ ისინი იძულებული არიან, მიყვნენ ხალხის ნებას, საქართველოს არჩევანს, მაგრამ მათი მოწოდებაა, რომ როგორმე ხელი შეუშალონ ამ პროცესს - განაცხდა პაატა მანჯგალაძემ.

,,ქართული ოცნების" ანტიდასავლური პროპაგანდა გრძელდება. ევროკომისიის 12 პუნქტს ხელისუფლება დასავლელი პატრნიორების ლანძღვის ფონზე ასრულებს. პროკურორის არჩევის ახალი წესი ,,ოცნებამ" ისე დაამტკიცა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან მმართველი პარტიის ლიდერები მის უარყოფით მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას.

ეს ცუდი კანონია - განცხადება ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა. ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოზიციას კი, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა და ე.წ. განდომილი დეპუტატებიც შეურთდნენ

ევროკავშირმა შემოგვთავაზა სამართლებრივად გაუმართავი ფორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის რეპუტაციას ეჭვქვეშ აყენებს. 

ეს კანონი ემსახურება პროკურორის ინსტიტუტის დასუსტებას, ეს კანონი არის სიმახინჯე და კატასტროფა - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები