ცხადია, რომ ადგილი ტექნიკურ გაუმართავობას ჰქონდა - თბილისის ვიცემერი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

19.10.22 13:14
ცხადია, რომ ადგილი  ტექნიკურ გაუმართავობას ჰქონდა - თბილისის ვიცემერი ვაკის პარკის ტრაგედიაზე

დედაქალაქის მერიის რამდენიმეწუთიანი სხდომის დასრულების შემდეგ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი დედაქალაქის მერის მოადგილემ, გიორგი ხმალაძემ გააკეთა.  "პირველებმა" მას ჰკითხა, რატომ არ იმუშავა უსაფრთხოების სისტემამ. 

ხმალაძემ პირდაპირ თქვა, რომ ადგილი ტექნიკურ გაუმართავობას ჰქონდა. 

ძალიან მნიშვნელოვან კითხვას სვამთ და ჩვენ ველოდებით ამ კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან. ეს არის ყველაფერი რაც გამოიწვია უსაფრთხოების სისტემამ. ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართავობას, სხვა შემთხვევაში უნდა ემუშავა და არც ამ ტრაგედიის პირისპირ უნდა ვყოფილიყავით, - თქვა ვიცე მერმა. 

 

მსგავსი სიახლეები