საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს - პოლიცია კახა კალაძესა და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს საათნახევრის განმავლობაში დედაქალაქის საკრებულოს 8 ოპოზიციონერი დეპუტატისგან იცავდა.
კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არათუ სხდომაზე, ოპოზიცია მოქალაქეთა მისაღებშიც კი არ შეუშვა, რისი უფლებაც, კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა.
მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას თბილისის მერმა ოპოზიცია იაფფასიან პოპულიზმში დაადანაშაულა.
ხელისუფლების ოპონენტები ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ პირველად გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთადერთი მიზნით მივიდნენ, მათ დედაქალაქის მერთან ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ.
კითხვები გვაქვს, რომ ხვალ ქალაქში რომელიმე ბავშვს რამე არ დაემართოს.
ამ კომპანიას (გრინსერვისს+) თბილისში აქვს გაკეთებული ათობით სკვერი, პარკი, შადრევანი გაკეთებული, ყველა საბავშვო ატრაქციონი, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.