სისტემური პრობლემა არ ვლინდება, მერის პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა - კობახიძე

19.10.22 13:37
სისტემური პრობლემა არ ვლინდება, მერის პასუხისმგებლობაზე საუბარი სპეკულაციაა - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მტკიცებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო თბილისის მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი  „ცარიელი სპეკულაციაა“.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერიაში გამოვლინდებოდა სისტემური პრობლემა.

პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უწყებაში ვლინდება რამე სისტემური პრობლემა. ამ შემთხვევაში იყო რაღაც გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია ტრაგიკული შედეგი, თუმცა, რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, ის არ ვლინდება.

ასეთ პირობებში საუბარი მერის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, არის ცარიელი სპეკულაცია - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები