მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება - კალაძე
მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, - ამის შესახებ კახა კალაძემ მტავორბის სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სიმართლის დადგენა ერთადერთია, რასაც მცირედით შვების მოტანა შეუძლია.
მე არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრი. მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე. ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომლებიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია.
13 ოქტომბერს ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეს დედაქალაქის მერის მეორე განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ პასუხისგებისთვის მზადაა.