კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება - ანრი ოხანაშვილი

19.10.22 13:24
კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება - ანრი ოხანაშვილი

"კახა კალაძეს პიარკამპანია არ სჭირდება და შესაბამისად, მისი ქმედებები პიარკამპანიისთვის მიმართული არ არის, მით უმეტეს, ამ დროს"- ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, კალაძე პიარკამპანიით არ არის დაკავებული: 

"სამწუხაროდ, ესეც არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, პიარკამპნაიით არის დაკავებული" - თქვა ოხანაშვილმა. 

კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული მოზარდი გუშინ მოინახულა და ლაზარეს ბურთი და საკუთარი საფეხბურთო მაისური აჩუქა. 

მსგავსი სიახლეები