სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა -ადვოკატები, სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

19.10.22 13:44
სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა -ადვოკატები, სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვენ

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. თუმცა, ადვოკატების განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე მისვლას ვერც ამჯერად  შეძლებს.

ამიტომ, არ არის გამორიცხული, სასამართლომ გასვლითი სხომა "ვივამედში" ჩაატაროს. თუმცა, სამართლო ახლა ექიმების ნებართვას ელოდება.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არის მძიმე და ის ვერ შეძლებს სასამართლო პროცესში მონაწილეობას. 

დავაყენებ შუამდგომლობას, რომ გადაიდოს ეს პროცესი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ის ვერ შეძლებს დაცვის ვერც ტაქტიკას, ვერც სტრატეგიას. შესაბამისად, განაჩენი არ იქნება კანონიერი. ამ ცნობას ადვოკატი კი არ წერს, არამედ ის, ვინც უშუალოდ უტარებს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

შეძლებს თუ არა პროცესზე დასწრებას სააკაშვილი და რა გადაწყვეტილება მიიღო კონსილიუმმა, ვივამედის დირექტორი „პირველებთან“ არ ამბობს. ზურაბ ჩხაიძემ სასჯელაღსრულების დეპარტამენთთან, სადაც, თავის მხრივ არაფერი გვითხრეს ამის შესახებ.

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის  სასამართლო პროცესი 2 საათზეა ჩანიშნული.
 

მსგავსი სიახლეები