საუბარი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არასწორი და გადაჭარბებულია- ,,ქართული ოცნება"

19.10.22 13:51
საუბარი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არასწორი და გადაჭარბებულია- ,,ქართული ოცნება"

,,ქართული ოცნება" დედაქალაქის მერის დასაცავად ერთიანდება. "საუბარი კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე არასწორი და გადაჭარბებულია"- ასეთია მმართველი პარტიის ერთიანი მესიჯ ბოქსი.

ყველა გადაწყვეტილებაზე მერი უნდა გადადგეს?! ჩემი მოსაზრებით, ეს არ არის სწორი. 9 ადამიანი იქნა დაკავებული, პროკურატურამ იქვე დააანონსა, რომ დაკავებულების წრე შესაძლოა, გაიზარდოს - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი, რიმა ბერაძე.

რატომ უნდა დადგეს კალაძის პასუხისმგებლობა? პროექტებს ჰყავს თავისი მენეჯერები, რგოლის ხელმძღვანელები, ზედა რგოლები, ამიტომ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. - მიაჩნია მმართველი პარტიის დეპუტატს, ბეჟან წაქაძეს.

არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში იყოს პასუხისმგებლობა ყველა საკითხზე - განაცხადა უმრავლესობის ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები