ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ჯოხი ქვედა რგოლებზე გადატეხოს - სამადაშვილი სისტემური კორუფციაზე საუბრობს
სისტემური კორუფციის შედეგი - ასე აფასებს ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, ვაკის პარკის ტრაგედიას. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პროგნოზირებს, რომ ხელისუფლება აპირებს, მთელი პასუხისმგებლობა დაბალი რანგის ჩინოვნიკებზე გადაანაწილოს.
ხელისუფლება და კალაძე ახლა ძალიან აქტიურად ცდილობენ, ჯოხი გადატეხონ ქვედა რგოლებზე, პოლიტიკურად მშრალად გამოვიდნენ აქედან, მაგრამ ფაქტი არის ერთი: ის, რაც მოხდა ვაკის პარკში, ეს არის სისტემური კორუფციის შედეგი.
ამ სისტემურ კორუფციაზე პასუხისმგებელი არის სწორედ მმართველი გუნდი. მათ შორის, პირველ რიგში, მერიას რაც შეხება, არის პასუხისმგებელი კალაძე - ამბობს სალომე სამადაშვილი.