კონცერტები მერიის დღის წესრიგში - საზოგადოების რეზონანსის შემდეგ, საკითხი არ განიხილეს

19.10.22 15:18
კონცერტები მერიის დღის წესრიგში - საზოგადოების რეზონანსის შემდეგ, საკითხი არ განიხილეს

კონცერტები მერიის დღის წესრიგში - ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის მტკიცებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძის გადაწყვეტილებით, არცერთი საკითხი არ განხილულა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა დღის წესრიგით კონცერტების დაფინანსებაზე უნდა ემსჯელა, თუმცა სავარაუდოდ, საზოგადოების რეზონანსის შემდეგ, მერიამ დღის წესრიგი შეცვალა. 

რაც შეეხება  დედაქალაქის  მთავრობის სხდომაზე ოპოზიციის არშეშვებას  - ვიცემერის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე არცერთი საკითხი არ განხილულა. მისი თქმით, სხდომა, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა და შესაბამისად, მას ვერც ოპოზიცია დაესწრებოდა. 

მთავრობის სხდომა, ფაქტობრივად, არ ჩატარებულა, არცერთი საკითხი არ განხილულა. ეს იყო მერის გადაწყვეტილება . შესაბამისად, ვერაფერს ვერ დაესწრებოდა ოპოზიცია. მერის გადაწყვეტილებით, დღეს მტავორბის სხდომაზე არცერთი საკითხი არ განხილულა, - თქვა ვიცე მერმა. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს - პოლიცია კახა კალაძესა და თბილისის მთავრობის წარმომადგენლებს საათნახევრის განმავლობაში დედაქალაქის საკრებულოს 8 ოპოზიციონერი დეპუტატისგან იცავდა. 

კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მერიის უსაფრთხოების სამსახურმა არათუ  სხდომაზე, ოპოზიცია მოქალაქეთა მისაღებშიც კი არ შეუშვა, რისი უფლებაც, კანონის მიხედვით, მას არ ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები