კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასწორია - გიორგი ტყემალაძე

19.10.22 15:26
კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასწორია - გიორგი ტყემალაძე

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ამბობს, რომ ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის გამო კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასწორია. მისი თქმით, დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის დაყენება ოპონენტების დღის წესრიგია. 

კახი კალაძის პასუხიმსგებლობაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, არ არის სწორი. ის, ვინც აყენებს მის პასუხისმგებლობას,  ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. ხოლო ზოგადად, პასუხისმგებლობასზე თუ ვსაუბრობთ, მან განაცხადა თვითონ, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა არ არის, თუმცა მე მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ შემთხვევაში, კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, - განაცხადა ტყემალაძემ. 

მსგავსი სიახლეები