“მოქალაქეები” სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს

19.10.22 15:53
“მოქალაქეები” სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს

“მოქალაქეები” სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს 19-ვე კანდიდატურას წარუდგენს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, იბრძოლოს ომბუდსმენობისთვის. 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, ამის საშუალებას რეგლამენტი იძლევა, რომ წარვადგენთ ჩვენ 19-ვე კანდიდატს, უკლებლივ ყველა კანდიდატს. 

თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველას უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ, იბრძოლოდ სახალხო დამცველობის კანდიდატობისთვის. მათ ამ საშუალებას ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი მივცემთ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამ გადაწყვტილებით ელისაშვილის პარტია ,,ოცნებისთვის" სასურველი კანდიდატის გაყვანას ცდილობს. თუკი აქამდე ოპოზიციას იმაზე უნდა ეზრუნა, რომ სახალხო დამცველობის 19 კანდიდატს შორის 7 ისეთი ამოერჩია, რომელთა შორის ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირი არ ყოფილიყო, დღეს ეს რისკი ,,მოქალაქეების" განაცხადის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ამ 19 კანდიდატში, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების წარმომადგენელი. არსებობს შანსი, რომ ხელისუფლებამ გააპაროს თავისი კანდიდატი, მათ აკლდებათ 2 ხმა, ამ 2 ხმის მოძებნასაც მოახერხებენ. 

ეს არის ძალიან ცუდი ინიციატივა, რომ უნდა წარადგინონ ისეთი კანდიდატურა, რომლის პროფესიონალიზმი არის ნული - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი სიახლეები