სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში და პრობლემური შესყიდვები - პარლამენტში გენერალურ აუდიტორს უსმენენ

19.10.22 16:59
სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში და პრობლემური შესყიდვები - პარლამენტში გენერალურ აუდიტორს უსმენენ

მერიაში არსებული სავარუდო კორუფცია, პრობლემური შესყიდვები, რეკომენდაციების არშესრულება და არაეფექტური აუდიტის სამსახური - გენერალური აუდიტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში კამათის ფონზე მიმდინარეობს.

 გენერალურ აუდიტორს, ცოტნე ყავლაშვილს ოპოზიციამ კითხვები კორუფციულ სქემებზე დაუსვა -დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ ხდება სახელმწიფო უწყებების მიერ შესყიდვების ეფექტური კონტროლი და რეკომენდაციების შესრულება. კითხვები დაისვა მერიის შესყიდვებთან დაკაშირებითაც. 

წინა წლებში რომ მოჰქონდა გენერალურ აუდიტორს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში იყო ჩავარდნები, რომ არ ხდფება ეფექტური კონტროლი, როცა სახელმწიფო დაიქირავებს კომპანიას, ის კიდევ ქვეკომპანიას, ის კიდევ გავა სადღაც ქუჩაში და ელექტრიკოსს იპოვის.

ის ელექტრიკოსი რომ დააქცევს ქვეყანას, ყველა მხრებს აიჩეჩავს- აღნიშნა ,,ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

,,ენმ" -ს წევრმა რომან გოცირიძემ კი კითხვები არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზეც დაუსვა.

ერთი კვირის წინ მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება ,,ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტის, რომელმაც განაცხადა, რომ დაახლოებით 400 ამომრჩეველი მოისყიდა ,,ოცნების" შავი ფულით. ეს იყო გახმაურებული სიუჟეტი ,,ტვ პირველის". როგორ შეიძლება, მსგავს შემთხვევებზე მოხდეს რეაგირება? - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპასუხოდ გენერალურმა აუდიტორმა განაცხადა, რომ არ სმენია მსგავსი საკითხის შესახებ და აუცილებლად დაინტერესდება.  

ამ დროისთვის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

ცოტნე ყავლაშვილი რამდენიმე თვეა, რაც გენერალური აუდიტორის თანამდებობაზეა. ის მოხსენებით პარლამენტის წინაშე პირველად გამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები