ექსკლუზივი - მოპოვებულია თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი ვახტანგაშვილის ბრალის დადგენილება
"ტვ პირველის" ექსკლუზივი - მოპოვებულია ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული გიორგი ვახტანგაშვილის ბრალის დადგენილება. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები დოკუმენტში პირდაპირ წერენ, რომ თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნი დაუდევრად და გულგრილად მოეპყრო სამუშაოს, ამან კი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალის დადგენილებაში წერია, რომ თბილისის მერიამ შადრევანინ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ჩაიბარა, თუმცა სექტემბერში გიორგი ვახტანგაშვილმა კომპანია "გრინსერვის +"- ის მენეჯერს "ზეპირსიტყვიერად" სთხოვა მილების ფერი შეცვლილიყო. რის შემდეგაც, გამოძიების ინფორმაციით, კომპანია იწყებს სამუშაოებს, იცვლება მილების ფერი, იფუთება თეთრად.
ბრალის დადგენილებაში წერია რომ დაკავებულს ზეპირად გაცემული ბრძანების შესრულებაზე ექსპერტიზააა უნდა მოეთხოვა, რაც კანონში არსად წერია და არც მისი მოვალეობაა იყო. ამის მიუხედავად, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ექსპერტიზა ხელახლა რომ ჩატარებულიყო, გამოვლინდებოდა, რომ დაზიანებული იყო ელექტროსადენი და ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული.
2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გიორგი ვახტანგაშვილმა, შპს "გრინსერვის+"-ის პროექტის მენეჯერს - ალექსანდრე მაჭარაშვილს სიტყვიერად დაავალა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ სამუშაოების ნაწილი - კერძოდ, უჟანგავი თეთრი ფერის ფოლადის კონსტრუქციით შეეფუთათ ელექატროძრავიდან გამომავალი შავი ფერის წყლის მილები.
ალექსანდრე მაჭარაშვილმა აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა შპს "გრინსერვისი+"-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც დაავალა, რომ აღნიშნული სამუშაო შეეკვეთა მათი ქვეკონტრაქტორი ფირმის "ნიუ მეტალ დიზაინის" წარმომადგენლისთვის - ლაშა ჭიღიტაშვილისათვის.ალექსანდრე მაჭარაშვილი დაუკავშირდა ლაშა ჭიღიტაშვილს და სამუშაოს შესახებ მისცა შეკვეთა, ლაშა ჭიღიტაშვილმა, თავის მხრივ სამუშაოს შესრულება დაავალა გიორგი გობეჯიშვილს და ვალერი გობეჯივილს.
2022 წლის 22 სექტემბერს, დილის საათებში, გიორგი გობეჯიშვილი და ვალერი გობეჯიშვილი ცენტრალურ შადრევანთან მივიდნენ, მიიტანეს შესაფუთი კონსტრუქციები და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოს ზედამხედველობა დაკონტროლი დაევალა შპს "გრინსერვის+"-ის სამუშაოთა მწარმოებელს - ბექა მურღვლიანს. სამუშაოების მიმდინარეობისას, გიორგი გობეჯიშვილმა და ვალერი გობეჯიშვილმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ, წყლის მილებზე უჟანგავი კონსტრუქციის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მოაყოლეს მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი. აღნიშნულის გამო დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და შეხების შემთხვევაში კაბელი გახდა ელექტრო დენის გადამტანი.
შესრულებული სამუშაოების მიღებამდე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე - გიორგი ვახტანგაშვილი ვალდებული იყო, რომ შემსრულებლისთვის კერძოდ"გრინსერვისი +“-ის დირექტორისთვის მოეთხოვა ექსპერტიზის ან სხვა აკრედიტირებული დასკვნა ჩატარებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობაზე და ხარისხზე, გიორგი ვახტაგიშვილი დაუდევრად მოეკიდა აღნიშნულ მოვალეობას, არ მოეთხოვა ესპერტისის დასკვნის წარდგენა და მის გარეშე მიღო ჩატარებული სამუშაოები. აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო კაბელის დაზიანების ფაქტი"- წერია ბრალის დადგენილებაში.