აიღებთ თუ არა მომავალში ქვეყნის ღალატის ისტორიულ პასუხისმგებლობას? - ხაბეიშვილის კითხვა დარჩიაშვილს
დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრს ელოდებიან.
ილია დარჩიაშვილს მოუწევს, გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ შეიცვალა ქვეყნის საგარეო კურსი, თავად როგორ უყურებს ანტიამერიკულ კამპანიას და რატომ არ აქვს საქართველოს ხელისუფლების ხელმოწერა ევროსაბჭოს ისტორიულ რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ ცხადდება.
„ენმ“-ს წევრს, ლევან ხაბეიშვილს ილია დარჩიაშვილთან მხოლოდ ერთი კითხვა აქვს.
ოპოზიციონერს აინტერესებს, არიან თუ არა მომავალში „ოცნების“ წევრები მზად, რომ ისტორიული პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის ღალატთან დაკავშირებით.
როცა რუს ოლიგარქს ემსახურები, როცა ევროპული რეზოლუციები საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი და ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარების საფრთხე და ამასობაში შენც წარმოადგენ ივანიშვილის მთავრობას, ერთი კითხვა მებადება მხოლოდ - არიან თუ არა მზად, მომავალში აიღონ ისტორიული პასუხისმგებლობა ქვეყნის ღალატთან დაკავშირებით“. - ამბობს ხაბეიშვილი