ომბუდსმენობის კანდიდატებს პრეტენზია არა მარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართითაც აქვთ

20.10.22 14:23
ომბუდსმენობის კანდიდატებს პრეტენზია არა მარტო ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მისამართითაც აქვთ

სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ფინალურ ეტაპზე გადადის, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფით ყველა კანდიდატი უკმაყოფილოა.

ომბუდსმენობის კანდიდატების პრეტენზიები აქვთ არა მარტო მმართველი გუნდის, არამედ ოპოზიციის მიმართაც და მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სახალხო დამცველობის 3 პრეტენდენტის მხარდაჭერა სხვა კანდიდატებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. მათ მიაჩნიათ, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი შანსი.

ვინაიდან ერთი შეფასებით მე სამეულში მოვხვდი, ეს გარკვეულ სიამოვნებას, როგორც სუბიექტს მგვრის. თუმცა, სამართლიანობისთვის მაინც მიმაჩნია, რომ დეპუტატებმა სჯობს, ცხრამეტივეს მოუსმინონ. 

რამდენად ისინი იქნებიან თანახმა, მოხვდნენ ასეთი ტიპის გარიგებაში, მე ვფიქრობ, ძალიან მინუსში გადააგდებს სახალხო დამცველს - ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, ერთ-ერთი კანდიდატი.

ომბუდსმენობის სხვა კანდიდატს, გიორგი ცობეხიას, პრეტენზიები აქვს ოპოზიციის მიმართ.

პროცესი ცალსახად დეფექტურია. ეს ის შემთხვევაა, როცა ისრების გადატანა მხოლოდ ხელისუფლებაზე არ შეიძლება. მახსენდება ხატია დეკანოიძის განცხადება, რომელმაც ამცნო საზოგადოებას, რომ მხოლოდ იმ სამ კანდიდატს უჭერს მხარს, რომელიც არასამთავრობო სექტორმა წარადგინა. 

რთულად არის წარმოსადგენი, ამ დაზიანებული პროცესის შედეგები რამდენად იქნება სწორი - თქვა გიორგი ცობეხიამ.

ომბუდსმენობის კანდიდატი, ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ არ მიეცა საშუალება, კომისიის წერების წინაშე  წინაშე გამოსულიყო და კითხვებზე პასუხი გაეცა.

პირველი ეტაპი იყო დისკრიმინაციული. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც შეკითხვა ჰქონდა კომისიას. არ მოგვეცა საშუალება, კომისიის წევრებს გავსაუბრებოდით. - განაცხადა ლელა გაფრინდაშვილმა.

საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ომბუდსმენობის კანდიდატების სია და სდეხედულებები, რომელიც საპარლამენტო კომისიას განსახილველად გადაეცა.  

ახლა ჯერი პოლიტიკურ პარტიებზეა, რომლებმაც უნდა იმსჯელონ, ვინ იქნება მათი ფავორიტი კანდიდატი.

მსგავსი სიახლეები