კალაძემ აირჩია, დაეთმო ღირსება - ნიკა მელია

20.10.22 15:09
კალაძემ აირჩია, დაეთმო ღირსება - ნიკა მელია

 "კალაძეს ჰქონდა, არჩევანი გაეკეთებინა თანამდებობის დათმობასა და ღირსების დათმობას შორის - მან აირჩია, დაეთმო ღირსება"- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, განაცხადა. 

მისი თქმით, კალაძის გადაწყვეტილებას თბილისი არ დაივიწყებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს: 

კალაძე ფიქრობს, რომ მთავრობის სხდომაზე წუთიერი დუმილის შემდეგ ყველაფერი ძველებურად უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დამერწმუნოს და ამაში თბილისი დამერწმუნება, თბილისი ასეთ შემთხვევებს და ასეთ კადნიერებას არ ივიწყებს და უბრალოდ არ პატიობს. რახან მან ეს არჩევანი გააკეთა, თბილისელები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ყველას აქვს უკვე ფობია ჩამოყალიბებული, რომ ყველა  ის პროექტი, რომელიც კალაძის პირობებში განხორციელდა უხარისხოა და შეიცავს სასიცოცხლო საფრთხეს. ამიტომ როცა შენ ამ მძიმე მოცემულობას თვალს არ უსწორებ და პასუხისმგებლობას არ იღებ, გასაგებია შენ დათმე ღირსება, და არ დათმე თანამდებობა. ასეთი ტიპის ადამიანი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან ამის შესახებ არაფერი სმენია"- თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები